სამართალი
24.08.2020 22:53
ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შსს-ს სტატისტიკით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოში 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფისქსირდა, რის შედეგადაც  203 ადამიანი გარდაიცვალა, 2 982-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

კვირის ამბები