საზოგადოება
24.08.2020 18:14
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 5 სკოლა უცხო ენის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლები მასწავლებლობის მსურველებისთვის ვაკანსიებს აცხადებენ. გორის მეხუთე საჯარო სკოლას, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლას, სკოლა „ეისი“-ს და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის ძევერის საჯარო სკოლას ვაკანსია უცხო ენის პედაგოგის პოზიციაზე აქვთ გამოცხადებული.
დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა შესაბამის პორტალზე. ასევე, გასაჯაროებულია სამუშაო გრაფიკთან, სახელფასო სარგოსთან და ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა კონკრეტული დეტალებიც. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. რაც შეეხება კონკრეტული სკოლებისა და სასწავლო საგნების ჩამონათვალს, რომელთა მასწავლებლობაზეც ვაკანსიაა გამოცხადებული, ასევე, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ.
როგორც ცნობილია, თითოეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, პედაგოგობის მსურველებს გასაუბრების ეტაპის გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც პოტენციური დამსაქმებელი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კვირის ამბები