საზოგადოება
24.08.2020 12:03
მშობლები რომლებმაც შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში დაარეგისტრირეს, ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებას ხვალიდან შეძლებენ
მშობლები, რომლებმაც შვილები გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში დაარეგისტრირეს, ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებას 25 აგვისტოს 14:00 საათიდან შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
„იმისათვის, რომ გაიგოთ, სკოლამდელი აღზრდის რომელ დაწესებულებაში შეძლებს ბავშვი სიარულს, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე: www. gorikids. ge
დააკლიკოთ ინფორმაციის გადამოწმების ღილაკს, შეიყვანოთ ბავშვის პირადი ნომერი და გამოგიტანთ ინფორმაციას, თუ რომელ ბაღში ჩაირიცხა თქვენი შვილი.
ამის შემდეგ უნდა მობრძანდეთ სააგენტოში (სტალინის 16, მეორე სართული) და წარადგინოთ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3/4); მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან და არსებობის შემთხვევაში, დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა ვადა 31 აგვისტო აგვისტო გახლავთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
როგორც GMnews-თან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განაცხადა, წელს, ქალაქის მაშტაბით არსებულ ბაღებში, 787 აღსაზრდელი დარეგისტრირდა, სოფლებში კი, დაახლოებით, 716 აღსაზრდელს მიიღებენ.
კვირის ამბები