საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშების პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა საფეხბურთო კლუბმა ,,გორმა", რომელმაც გუშინ, სენაკში, ადგილობრივ ,,ეგრისს" სძლია ანგარიშით - 2:1.
შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით - 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში თავისი გუნდი სენაკელმა დავით ციცხვაიამ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი, ,,გორის" ლეგიონერმა, ჩინედუ ნვოლოკიმ ანგარიშში წონასწორობა აღადგინა - 1:1.
დამატებით დროში გორელებმა უკეთ იასპარეზეს და 105-ე წუთზე, გიორგი ცეცხლაძის მიერ გატანილი გოლით გამარჯვებაც იზეიმეს - 2:1.
,,გორი" მომდევნო ეტაპზე ქედას ,,ბეთლემსა" და ტყიბულის ,,მეშახტეს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი ხვალ, 24 აგვისტოს გაიმართება.
თასის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება გორის ,,დილა", რომელიც პირველ სათასო დაპირისპირებას 27 აგვისტოს სტუმრად ხონის ,,იმერთთან" ჩაატარებს.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი