კონფლიქტები
22.08.2020 12:02
ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს - პრემიერი უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილზე

საოკუპაციო ხაზთან, 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ სამთვიანი პატიმრობას შეფარდებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდეს.

„უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“,- განაცხდა მთავრობის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

კვირის ამბები