საზოგადოება
21.08.2020 10:33
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 385-ა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი 1128 პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები