გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის განაპირას დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საქმეზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
დე ფაქტო სასამართლომ მღებრიშვილის საქმე გუშინ განიხილა, თუმცა, ე.წ. განაჩენის გამოცხადება ერთი დღით გადაიდო.
საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ მისი გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხდება.
შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი