საზოგადოება
21.08.2020 09:53
ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ურთიერთობა და მათთან საქმიანობა - გიგი ხოჯევანიშვილი

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნტორი და ამჟამად მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში გიგი ხოჯევანიშვილი, შინდისში არსებული ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ხოჯევანიშვილი ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე, განათლების რეფორმასა და ასევე, ახალგაზრდებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოზიციაზე ესაუბრა.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ საკითხების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ჩემი ორწლიანი საქმიანობის პერიოდში ყოველთვის პრიორიტეტული იყო ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ურთიერთობა და საქმიანობა. ახლა, ჩემი წინასაარჩევნო კამანიის პერიოდში, შეხვედრები აქტიურად დავიწყე ახალგაზრდებთან და სწორედ დღევანდელი დღე იყო ამის გამოხატულება, ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათთვის საინტერესო საკითხებზე, განათლების რეფორმაზე, იმ პრინციპებზე, რომლითაც ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობს ახალგაზრდებთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები