საზოგადოება
20.08.2020 17:47
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის ფინალისტთა შორის გორის ორი სკოლა მოხვდა

სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია 2020“-ის ფინალისტთა შორის გორის ორი საჯარო სკოლა მოხვდა.

კონკურსის ნახევარფინალს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა უმასპინძლა, სადაც მე-4 და მე-12 საჯარო სკოლების ეკო კლუბები გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამომცემლობა „ლიბრა“-ს 100-100 ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა.

ცნობისთვის, 2019-2020 საკონკურსო წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის პრემიის“ მოსაპოვებლად ქვეყნის მასშტაბით 360 ეკო კლუბი იბრძოდა.

კონკურსის პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მათ შორის გახლავთ გორის მუნიციპალიტეტსი მერია.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წლიდან ტარდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. აგრეთვე, კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

კვირის ამბები