გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერს 1 ქულითღა ჩამორჩება.
გორელებმა მიმდინარე სეზონის პირველ ტურში (1 მარტს) სტუმრად რომ სძლიეს ქუთაისის „ტორპედოს“, ახლა არც შინ მისცეს გამარჯვების საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად 0:1 აგებდენენ, მაინც მოიგეს - 3:1.
გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი „დილას“ თავდამსხმელს ნუგზარ სპანდერაშვილს მიუძღვის, სწორედ მან გაიტანა თავისი გუნდიდან პირველი ბურთი 25-ე წუთზე. აქედან 3 წუთით ადრე კი - ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს.
მეორე ტაიმში, როდესაც ტაბლოზე 1:1 ენთო, „დილამ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და კიდევ ერთხელ აიღო მათი კარი - 2:1. აქ ისევ სპანდერაშვილმა გამოიჩინა თავი, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, მესამე გოლის გატანაში შეიტანა წვლილი, რადგან მესამე გოლი თეიმურაზ მარკოზაშვილმა სწორედ მისი პასით შეგადო და - 3:1.
ახლა ეროვნულ ლიგაში შესვნებაა. მომდევნო, მე-11 ტურის შეხვედრას „დილა“ 13 სექტემბერს ისევ შინ გამართავს და ამჯერად, „თელავს“ დაუხვდება.