გორის მუნიციპალიტეტის მერია 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესში დახმარებას გაუწევს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ელექტორნულ რეგისტრაციაში დახმარების მისაღებად შეუძლიათ მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდეგ მისამართზე: გორი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5.
როგორც ცნობილია, დახმარება გაიცემა ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შევსების საფუძველზე. რეგისტრაცია კი, 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება დახმარების გაცემას, თანხების ჩარიცხვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: ადგილობრივი თვითმმართველობებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. რაც შეეხება იმ მონაცემების ჩამონათვალს, რაც რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ, ეს გახლავთ: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.