სპორტი
19.08.2020 11:14
დღეს გორში „დილა“ „ტორპედოს“ შეხვდება

დღეს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩში, ადგილობრივი „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

ლიგაში ეს რიგით მეათე ტურის მატჩია, რითაც იმავდროულად მეორე წრე იწყება. წლევანდელ სეზონში ეს გუნდები პირველ წრეში პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სტუმრად, ქუთაისში „დილამ“ იმარჯვა 2:0.

დღევანდელ მატჩს „დილა“ სატურნირო ცხრილში IV, „ტორპედო“ კი - VII პოზიციაზე ხვდება.

„ტორპედოსთან“ შეხვედრის წინ გორელებს ახალი თავდამსხმელი რომან ჭანტურია დაემატათ, რომელსაც ევროპის რამდენიმე კლუბში უთამაშია და გორული კლუბისთვის კარგი შენაძენია.

„დილამ“ ბოლო თამაშში „ლოკომოტივთან“ წააგგო, რაც ამ სეზონის ერთადერთი მარცხი იყო. ამიტომ გიორგი ნემსაძის გუნდი შეეცდება ხასიათი გამოიკეთოს. თავის მხრივ „ტორპედოს“ 2 ტურია არ წაუგია და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილი ქუთათურებიც შეეცდებიან.

„დილა“ - „ტორპედო“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, დღეს 19 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთები სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და მისი ფასი 1 ლარია. 

კვირის ამბები