საზოგადოება
19.08.2020 10:09
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361 გახდა, - შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და გუშინდელის მსგავსად, კვლავ 1098-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კვირის ამბები