საზოგადოება
18.08.2020 13:39
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.

აპლიკანტებს შედეგების ნახვა შეეძლებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ.გვერდებზე:  www.naec.ge და online.naec.ge.

ამასთან, გამოცდაში მიღებული შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის, მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

GMnews-ის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება.

კვირის ამბები