საზოგადოება
18.08.2020 11:20
გორში კორონავირუსი სამედიცინო ქსელ „გორმედი“-ს მედდას დაუდარტურდა

გორში კორონავირუსი სამედიცინო ქსელ „გორმედი“-ს მედდას დაუდარტურდა. „გორმედი“-ს კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, აღნიშნული მედდა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პირველად ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა, გუშინ, განმეორებით ტესტირებაზე კოვიდ 19 დადასტურდა.

„დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, კორონავირუსი ცხელების ზონაში დასაქმებულ ექთანს დაუდასტურდა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მას პირველი ტესტირება უარყოფთი ჰქონდა, თუმცა, თვითიზოლაციის პერიოდში, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებულ მეორე ტესტირებაზე ამოუვიდა დადებითი პასუხი“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

„გორმედი“-ს კლინიკური დირექტორის თქმით, ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგების მიერ,  ჯერ კიდევ მიმდინარეობს პაციენტის ინფიცირების წყაროს მოძიება.

ცნობისთვის, „გორმედი“-ს 10 თანამშრომელი რჩება თვითიზოლაციაში, რომელთაც პროტოკოლის თანახმად, გარკვეული პერიოდულობით უტარდებათ ტესტირება კოვიდ 19-ზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების სამი ფაქტი დაფიქსირდა გორში, სამივე ინფიცირებული მედიცინის მუშაკია (ჰოსპიტალის ექიმი და ორი მედდა).

კვირის ამბები