საზოგადოება
18.08.2020 10:18
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებ.გვერდზე მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა და stopcov.ge-ს ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული.

არ შეცვლილა მონაცემები გამოჯანმრთელებულთა შესახებ და კვლავ 1 092-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.
კვირის ამბები