საზოგადოება
18.08.2020 10:50
გორში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, GMnews-ის ინფორმაციით, ინფიცირებული კვლავ მედიკოსია

კოვიდ 19-ით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა გორში. GMnews-ის ინფორმაციით, ინფიცირებული კვლავ მედიცინის მუშაკია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

რამდენიმე წუთში ბრიფინგი გაიმართება სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“, კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების სამი ფაქტი დაფიქსირდა გორში, სამივე ინფიცირებული მედიცინის მუშაკია (ჰოსპიტალის ექიმი და ორი მედდა).

კვირის ამბები