ახალი ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები და იურიდიული პირები მუნიციპალიტეტიდან მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებენ, გორის მუნიციპალიტეტში ოქტომბრიდან ამოქმედდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამის დანერგვის მიზნით მერიის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგებს ბიზნეს-ანალიტიკოსი ირმა სეხნიაშვილი უძღვება.
ახალი ელექტრონული პლატფორმა პროექტის - „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ ფარგლებში ინერგება.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება