„ყოველ დილით, ვიდრე მზე შავი ზღვის სანაპიროებს გაათბობს, ჩრდილო კორეელთა ჯგუფები ცელოფნის ჩანთებში გახვეული სადილით, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მიეშურებიან“ - წერს ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი".
გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში 400-მდე ჩრდილო კორეელი უკვე ჩასახლდა და ისინი მიტოვებულ სახლებსა და სასტუმროებში ცხოვრობენ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე მუშაობენ. გამოცემა არაფერს ამბობს ბინადრობის რა ტიპის უფლებით სარგებლობენ კორეელები და რა ვადებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში ცხოვრების ხანგრძლივობა.
"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, 100 000 ჩრდილო კორეელი საზღვარგარეთ არის დასაქმებული და მათ მიერ საკუთარ ქვეყანაში გადარიცხული ფულადი გზავნილები წელიწადში 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.