საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე ხვალიდან ამოქმედდება პორტალი, სადაც მშობლები 0-დან 17 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.
სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ან სხვა პრობლემის გამო ვერ ახერხებს რეგისტრაციის გავლას, შეუძლია მიმართოს შემდეგ დაწესებულებებს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველბებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.