საზოგადოება
14.08.2020 13:36
საცხოვრებელი ფართები კიდევ 115 დევნილ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 115 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, დევნილი ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი კი, მათ შესაძლებლობას აძლევს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.
GMnews-ის ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში: შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში,მცხეთა-მთიანეთსა და
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

კვირის ამბები