საზოგადოება
14.08.2020 13:25
რას ითვალისწინებს სწავლების შერეული მოდელი

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, დანერგონ სწავლის შერეული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად, თუმცა, აღსანიშნავია, რომ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სწავლა სავალდებულო იქნება.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ ერთი დღე; VII - XI კლასებში მაქსიმუმ ორი დღე; ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ სამი დღე.

შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

ცნობისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის სპწციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რაც სკოალში მოსწავლეებს შორის 1 მეტრიანი დისტანიიც დაცვას, ყოველდღიურ თერმოსკრინინგს და სხვა ასპექტებს მოიცავს.

 

კვირის ამბები