საზოგადოება
13.08.2020 12:07
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

საქართველოს მთავრობა ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების გაგრძელებას 2021 წლის მარტამდე გეგმავს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩანს კრიზისის ზემოქმედება გლობალურად იქნება გრძელვადიანი, რამოდენიმეჯერ უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა და როგორც გახსოვთ, ერთხელ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები განბაჟებასთან დაკავშირებით. თუმცა, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესი იქნება, კიდევ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე, არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს. ეს აუცილებელია, რომ ჩვენს ავტოიმპორტიორებს კრიზისის პერიოდში მივეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობამ ავტოიმპორტირებისთვის შეღავათები მარტში დააწესა და ავტომობილების განბაჟება სექტემბრამდე გადაავადა.

კვირის ამბები