საზოგადოება
13.08.2020 11:30
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაპუნა კობერიძე წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გორისა და კასპის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ,,ლელოდან“ გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე დასახელდა.

რაც შეეხება გორის ყოფილ მაჟორიტარს 2012 წლის მოწვევის პარლამენტში სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილს, იგი მაჟორიტარ კანდიდატად  მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონების ოლქში დასახელდა.

ხაშურისა და ქარელის საარჩევნო ოლქში კი, პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, იურისტი კახა კოჟორიძე წარადგინა.

 

კვირის ამბები