მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კვლავ უშედეგოდ ებრძვიან ახალ კორონავირუსს. ყოველდღიურად, მსოფლიოში, კოვიდ 19-ის ათასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება და იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 197 118-მდე გაიზარდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით 1 499 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 166 026 ადამიანი.
ურთულესი მდგომარეობაა ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 55 155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კორონავირუსმა კიდევ 1 175 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბრაზილიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 164 785-მდე გაიზარდა, დაღუპულია 104 201 პაციენტი.
კვლავ გართულდა მდგომარეობა საფრანგეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 206 000 გახდა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 188 ქვეყანაში კოვიდინფექციის 20 624 316 შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაცვლილია 749 421 ადამიანი.
აღნიშნული 188 ქვეყნიდან, ინფიცირებულთა რაოდენობით, საქართველო, 1283 შემთხვევით, ბოლოდან 47 ადგილზეა.