კულტურა
16.10.2019 22:21
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ვარსკვლავები ნიქოზში კონცერტს მართავენ
17 ოქტომბერს, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ნიქოზში, ეპისკოპოსის სასახლეში,ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ვარსკვლავები და ახალგაზრდა მომღერლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კონცერტს ჰონორარის გარეშე გამართავენ.
მასშტაბური ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივის ფარგლებში იმართება.
კვირის ამბები