სამართალი
12.08.2020 17:54
17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახი მეორე დღეა ცდილობს, მშობლების ვერსიით, გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახი მეორე დღეა ცდილობს.

ოჯახის ვერსიით, გოგონა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს.

შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

კვირის ამბები