საზოგადოება
12.08.2020 16:07
გორის სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალს  ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე მალხაზ ურთქმელიძე დაინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოსპიტალის ახლადდანიშნულ დირექტორთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმები განიხილა.

„მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. სპეციალობით არის ექიმი ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელის პოსტი დავით ბარლიანმა 3 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი ნოდარ ჩიმაკაძე ასრულდებდა.

 

კვირის ამბები