საფეხბურთო კლუბმა ,,გორმა“ გუშინ, შინ, ,,ქართლის" სტადიონზე, მორიგი ტურის მატჩი გამართა და ტყიბულის ,,მეშახტე" მინიმალური ანაგრიშით -1:0 დაამარცხა.
ეს ერთადერთი ბურთი მეტოქის კარში გორელთა ლეგიონერმა სიენდა მატენჯამ გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს, 38–ე წუთზე.
ამ გამარჯვების შემდეგ, ,,გორი" მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში II- IV ადგილებს იყოფს ,,საბურთალო 2"–თან და ,,გარეჯთან". სამივე ამ გუნდს ჩატარებული 4 ტურიდან 7 ქულა აქვს აღებული.
მომდევნო, მე–5 ტურში გორელები სტუმრად ეთამაშებიან ხობის ,,კოლხეთს", მატჩი 16 აგვისტოს გაიმართება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი