საზოგადოება
11.08.2020 15:55
,,გორმედის“ ქსელიდან გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია

,,გორმედის“ ქსელიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხები უარყოფითია, კოვიდ-19 მედპერსონალიდან არავის დაუდასტურდა.

სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, მიმდინარე გეგმიური ტესტირების გარდა, კლინიკაში ჩატარებული ეპიდკვლევის საფუძველზე იმ პირების ნიმუშების აღება მოხდა, ვისაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა იმ ექიმ-კონსულტანტთან, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

,,დღეს მივიღეთ ყველა ნიმუშის პასუხი ,,გორმედის“ ქსელის მასშტაბით რაც გაიგზავნა თანამშრომლების ტექსტები, ყველა პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაში იმყოფებიან პირები, რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან. პრევენციის მიზნით, ,,გორმედის“ ქსელის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ტესტირების ყველა ეტაპის გავლამდე, ეს ადამიანები გადაეყვანა თვითიზოლაციის რეჟიმში. მოხდა დამატებითი სამედიცინო პერსონალის მობილიზება რის საფუძველზეც შეფერხება არ გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ პაციენტების მომსახურებას. თვითიზოლაციაში იმყოფება 18 ადამიანი. რაც შეეხება მედპერსონალის გეგმიურ ტესტირებას, მოქმედი პროტოკოლით გაგრძელდება პერმანენტულად“, - განაცხადა ,,გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა.  

კვირის ამბები