საზოგადოება
16.10.2019 21:40
რუსული ავიაკომპანია ,,სიბირი“, იგივე - S 7 ქუთაისის მიმართულებით ფრენას შეძლებს

საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, რუსული ავიაკომპანია ,,სიბირი“, იგივე - S 7 ქუთაისის მიმართულებით ფრენას შეძლებს.

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება იმ ფონზე მისცა, როცა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. ამ საკითხზე ავიაკორპორაციამ განმარტებაც გააკეთა. ,,როსავიაციის“ წარმომადგენლების თქმით, არსებული ნორმატიული პრაქტიკით, მოქმედი რეგულაციებისა და ტექნიკური პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავიაკომპანიები იღებენ წვდომას იმისთვის, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთანავე განახორციელონ ფრენები.  „წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - აცხადებენ „როსავიაციაში“.

ამასთანავე, იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ ფრენებზე წვდომა, ამ უფლებით სარგებლობას აგრძელებენ.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანია „სიბირი“ მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 7-ჯერ განახორციელებს.

კვირის ამბები