11.08.2020 13:23
გორის მუნიციპალიტეტის მერმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკო
2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი უთანასწორო შეტაკებისას დაღუპული 17 ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
კონსტანტინე თავზარაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან მერიის თანამშრომლებთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად იმყოფებოდა.
„ყველასთვის უმძიმესი დღეა 11 აგვისტო და იმ მოვლენების გახსენება, რაც ამ ადგილზე მოხდა 12 წლის წინ. კიდევ ერთხელ მივუსამძიმრეთ გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლებს, ოჯახის წევრებს და პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც არნახული თავდადება გამოიჩინეს და საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გასწირეს სამშობლოსთვის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
12 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისთან მომხდარი შეტაკების დროს, სენაკის მეორე ქვეითი ბატალიონის 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.