საზოგადოება
11.08.2020 12:11
ეს არის მწარე გაკვეთილი ჩვენი ქვეყნისა, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომელსაც დავიწყება არასოდეს ექნება - შსს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შინდისში იმყოფებოდა, სადაც პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ დანაყოფთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.
,,ეს არის მწარე გაკვეთილი ჩვენი ქვეყნისა, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი, რომელსაც დავიწყება არასოდეს ექნება. დიდება მათ სახელებს, მათ მაგალითზე უნდა აღიზარდოს მომავალი თაობები. ეს არის ყველასთვის ძალიან მძიმე დღე, როგორც მათი ახლობლებისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. მათი სულების უკვდავსაყოფად ყოველ წელს უნდა მოვიდეთ და პატივი მივაგოთ, სამწუხაროდ, სხვა არაფრის გაკეთება შეგვიძლია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კვირის ამბები