საზოგადოება
11.08.2020 11:53
მშვიდობიანი პოლიტიკით და დაუღალავი შრომით, ეკონომიკისა და ქვეყნის გაძლიერებით მივაღწევთ ქვეყნის დეოკუპაციას - გიგი ხოჯევანიშვილი
მშვიდობიანი პოლიტიკით და დაუღალავი შრომით, ეკონომიკისა და ქვეყნის გაძლიერებით მივაღწევთ ქვეყნის დეოკუპაციას, - ეს განცხადება შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი ხოჯევანიშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან გააკეთა.
„დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ომი, რომელმაც ძალიან დააზიანა ჩვენი ქვეყანა და მის მწარე შედეგებს დღესაც იმკის საქართველო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და დაუღალავი შრომით, ეკონომიკისა და ქვეყნის გაძლიერებით მივაღწევთ ქვეყნის დეოკუპაციას“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
კვირის ამბები