საზოგადოება
11.08.2020 12:01
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს - გრიგოლ ლილუაშვილი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა შინდისის გმირების მემორიალთან.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი აგვისტო გამოვიარეთ. 2008 წლის აგვისტოში დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები. ხედავთ აქ ამ გმირების მშობლები არიან და სიტყვებიც არ მყოფნის რა ვუთხრა, რით ვანუგეშო ეს ადამიანები. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია მათთვის, ყველა ჩვენგანისთვის და ვფიქრობ, ამ გმირების სახელებზე და გმირობებზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 12 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლის - შინდისის შეტაკებიდან, რომლის დროსაც 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
კვირის ამბები