სპორტი
11.08.2020 11:16
დილამ მიმდინარე სეზონზე პირველი მარცხი იწვნია

გორის ,,დილამ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია და სატურნირო ცხრილში პირველიდან მესამე საფეხურამდე ჩამოქვეითდა.

გორელებმა, 10 აგვისტოს, თბილისის ,,ლოკომოტივს“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით უმასპინძლეს. წლეულს ეს პირველი მატჩი იყო, როდესაც ქომაგსაც მიეცა შესაბამისი რეგულაციების დაცვით სტადიონზე შესვლის საშუალება.

მასპინძლები ორივე ტაიმში ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიულ და სათამაშო უპირატეობას, საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს. გუნდს დისკვალიფიკაციის გამო მთავარი „მეგოლე“ მიკოლა კოვტალიუკი აკლდა, ამასთან ძალიან საიმედოდ ითამაშა თბილისელთა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა.

,,ლოკომოტივმა“ თავის მხრივ, მთელი მატჩის განმავლობაში მიცემული თითქმის ერთადერთი საგოლე შანსი გამოიყენა და მათმა კაპიტანმა თემურ შონიამ მომენტი გოლად აქცია 0:1.

მომდევნო მატჩს ,,დილა“ ისევ შინ გამართავს. გორელები, ამჯერად ქუთაისის ,,ტორპედოს“ შეხვდებიან, რომელთანაც წლევანდელი პირველი შეხვედრა სტუმრად მოგებული აქვთ.

თამაში 19 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები