შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. შინდისის გმირების მემორიალთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეიარაღებული ძალების სარდლობასთან და შიდა ქართლის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
შინდისში წლევანდელ 11 აგვისტოსაც შეიკრიბნენ გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინდისის მაცხოვრებელს, ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს, რომელმაც რამდენიმე დაჭრილი ქართველი სამხედრო გაიყვანა ბრძოლის ველიდან, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.