ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი პირების ნიმუშები ლუგარის ცენტრში გორიდან დამატებით გაიგზავნა. შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, რეგიონში ყველა სამსახური მუშაობს კოორდინირებულად და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
,,ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონში 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, მიცემული აქვთ თვითიზოლაციის რეკომენდაციები, პარალელურად, ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ ღრმა ეპიდკვლევებს, ლუგარის ცენტრში დამატებით გაიგზავნა ნიმუშები.
ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ყველა სამსახური მუშაობს კოორდინირებულად“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება