ამ ეტაპზე, სიტუაციიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს და თუ რამე განსაკუთრებულ მდგომარეობასთან გვექნება საქმე, შესაძლოა დამატებითი რეკომენდაციებიც გაიცეს, - აღნიშნულის შესახებს GMnews-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
ეკა ქორჩაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი რეკომენდაციები მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოქმედებს, სადაც ინფიცირებული ექიმი მუშაობდა.
„მოგეხსენებათ, ინფიცირებული ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, ამიტომ გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში, შესაბამისად, გაცემულია დამატებითი რეკომენდაციები აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამატებითი რეგულაციების ამოქმედებას, ამ ეტაპზე, სიტუაციიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს და თუ რამე განსაკუთრებულ მდგომარეობასთან გვექნება საქმე, შესაძლოა დამატებითი რეკომენდაციებიც გაიცეს“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგები ლუგარის ლაბორატორიიდან გორიდან გაგზავნილი 60 ნიმუშის პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან.