სპორტი
16.10.2019 17:56
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ალეკო ნებიერიძეს ყოჩი ერგო
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით 12 ოქტომბერს ,,გორის დღე 2019"-თან დაკავშირებით ჩატარდა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც შიდა ქართლის რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
ისინი პირველობისათვის 9 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულმა ზურაბ სადაღაშვილისგან მიიღო სპეციალური პრიზი – ყოჩი.
30 კგ. ბადრი ბაზანდარაშვილი
35 კგ. გიორგი ბაბუციძე
40 კგ. ნუგზარ როინიშვილი
45 კგ. გიორგი აწკარუნაშვილი
50 კგ. ლოთიშვილი
55 კგ. გიორგი ჩილინდრიშვილი
60 კგ. ლაშა ტერმაკოზაშვილი
65 კგ. ვახო სამსონაშვილი
აბსოლუტური: ალეკო ნებიერიძე
კვირის ამბები