05.08.2020 20:44
5 აგვისტო სერფინგის საერთაშორისო დღეა
5 აგვისტო სერფინგის საერთაშორისო დღეა, აღნიშნულ თარიღს ძირითადად, კუნძულ იამაიკაზე აღნიშნავენ.
სერფინგი წყლის სპორტია, რომელიც სერფერის ტალღებზე დგომას და მის „მართვას” გულისხმობს სპეციალური დაფის გამოყენებით. სპორტის ეს სახეობა თავდაპირველად მხოლოდ ოკეანეში იყო გავრცელებული, მაგრამ დღეს სპეციალურად სერფერებისთვის ხელოვნური ტალღები ტბებზე, მდინარეებას და აუზებზეც კეთდება. არსებობს სერფინგის რამდენიმე სახეობა, რაც დამოკიდებულია ტალღებზე, დაფის ზომაზე და მართვის სტილზე.
სერფინგი როგორც წყლის სპორტის სახეობა კუნძულ ტაიტიზე დაიბადა. გავრცელებული შეხედულების თანახმად, იგი, პოლინეზიელებისთვის ოდესღაც ისეთივე საკულტო მნიშვნელობის ყოფილა, რაც ელინებისთვის (ძველი ბერძნები) ოლიმპიური თამაშები, სადაც გაერთიანებული იყო რელიგია, სპორტი და ხელოვნება.
დაახლოებით მე IV საუკუნეში კი, პოლინეზიელებმა ახალი ტერიტორიების ძებნის პროცესში ჰავაიმდე მიაღწიეს და თან ჩაიტანეს პოლინეზიელების ძველი ტრადიციები. მათ შორის იყო ოკიანის ტალღებზე დაფით ცურვის ტრადიციაც. ასე გახდნენ პირველი სერფერები ჰავაელები. დღესდღეობით კი, სპორტის ეს სახეობა პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში.