საზოგადოება
06.08.2020 11:54
17 წლამდე მოზარდებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების თვალსაზრისით, მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვს, ერთჯერადად 200-ლარიანი დამხარება გადასცეს.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები