საზოგადოება
16.10.2019 17:56
100 000 მოქალაქე გრიპის ვირუსზე უფასოდ აიცრება
ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო, გრიპის ვირუსზე მაღალი რისკის შემცველ 100 000 მოქალაქეს უფასოდ აცრის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
 
იმნაძის თქმით, დანარჩენი მოქალაქეებისთვის ვაქცინები კომერციულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქსელებში.
 
„ვირუსები არის ყოველთვის. თუმცა, შემოდგომაზე, როგორც კი ცივი ამინდები დაიწყება და ბევრი ხალხი ერთად შეიკრიბება, ვირუსები გააქტიურდება. ჩვენთან სერიოზული მატება ნოემბრის ბოლოდან იწყება, მერე დეკემბრის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ, ისევ ჩაწყნარდება და შესაძლოა, დეკემბრის ბოლოსაც მოიმატოს. ამბულატორიული მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით მომატებული არ არის" .
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის თქმით ვირუსების გავრცელების მხრივ საგანგაშო ვითარება არ არის.
კვირის ამბები