მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ამ შემთხვევაშიც, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე პროგრამულად თქვან უარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება