საზოგადოება
05.08.2020 16:35
სადგურის დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა გადაყვანის მიზნით მობილობა ცხადდება
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, სადგურის დასახლებაში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა გადაყვანის მიზნით მობილობას აცხადებს.

„ქალაქის ბაღების აღსაზრდელების მშობლების საყურადღებოდ. ვაცხადებთ მობილობას სადგურის N11 საბავშვო ბაღში ბავშვების გადაყვანის მიზნით. თუ თქვენი შვილი ჩარიცხულია გორის ნებისმიერ ბაღში და გაქვთ სურვილი, რომ გადაიყვანოთ სადგურის ახლადაშენებულ ბაღში, გთხოვთ, მობრძანდეთ სააგენტოში (სტალინის N16) და დაწეროთ შესაბამისი განცხადება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სადგურის დასახლებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება საბავშვო ბაღის ახალ შენობაში შეეძლებათ.
კვირის ამბები