გორის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ადგილობრივი თვითმმართველობა აქვეყნებს გრაფიკს, თუ რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში როდის გაიმართება შეხვედრა.
„თუ გსურთ თვითონ დაგეგმოთ თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, გთხოვთ მობრძანდით სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში,“ - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, შეხვედრები 5 აგვისტოს დაიწყება და 14 აგვისტომდე გასტანს. GMnews გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს:
05.08.2020
10:00 - ხიდისთავი - (ადმინისტრაციული შენობა);
11:00 - ატენი (ადმინისტრაციული შენობა);
13:00 - ბოშური (ადმინისტრაციული შენობა);
06.08.2020
15:00 - ქვახვრელი (ადმინისტრაციული შენობა);
16:30 - სკრა (ადმინისტრაციული შენობა);
18:00 - გორი, ჭალა-სადგურის უბანი (გორიჯვრის ქუჩა #26, ყოფილი ტონთიოს შენობა);
07.08.2020
10:00 - ვარიანი (ადმინისტრაციული შენობა);
11:30 - შინდისი (ადმინისტრაციული შენობა);
13:00 - ნიქოზი (ადმინისტრაციული შენობა);
08.08.2020 - მღებრიანი
09.08.2020 - საყავრე
10.08.2020
10:00 - ბერბუკი (ადმინისტრაციული შენობა);
11:30 - მეჯვრისხევი (საზოგადოებრივი ცენტრი);
13:00 - გორი, ვერხვების დევნილთა ჩასახლება (ადმინისტრაციული შენობა);
11.08.2020
11:00 - შავშვები (ადმინისტრაციული შენობა);
12:30 - ახალუბანი (ადმინისტრაციული შენობა);
13:30 - ზეღდულეთი (ადმინისტრაციული შენობა);
12.08.2020
11:00 - კარალეთი (ადმინისტრაციული შენობა);
12:00 - ძევერა (ადმინისტრაციული შენობა);
13:00 ტყვიავი (საზოგადოებრივი ცენტრი);
13.08.2020
11:00 - გორი, წმინდაწყლის დასახლება (ცხინვალის გამზირი #16, ადმინისტრაციული შენობა);
13:00 - გორი, ქალაქის ცენტრალური უბანი (სტალინის გამზირი #16, საკრებულოს შენობა);
15:00 - გორი, ვერხვებისა და ქვერნაქის დასახლება (სტალინის გამზირი #16, საკრებულოს შენობა);
14.08.2020
11:00 - მერეთი (ადმინისტრაციული შენობა);
13:00 - დიცი (ადმინისტრაციული შენობა);
12:00 - ტირძნისი (ადმინისტრაციული შენობა);
GMnews-ის ინფორმაციით, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრატსრუქტურული პრობლემა მოგვარდა.