საზოგადოება
04.08.2020 13:20
ახალი კორონავირუსის შემთხვევების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია

ახალი კორონავირუსის შემთხვევების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში, კორონავირუსის 45 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 713 540 გახდა. 542-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და

155 402 ფატალურ შემთხვევას მიაღწია.

კვლავ რთული მდგომარეობაა ბრაზილიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  მთლიანობაში, ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 2 750 318 შემთხვევაა დადასტურებული.

მძიმეა ფატალური შემთხვევების სტატისტიკაც, ბოლო დღე-ღამეში 561 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 94 665 გახდა.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 5 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 861 423-მდე გაიზარდა, 144 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კოვიდ 19-ით იფიცირების გამო, რუსეთში 14 351 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები