ახალი რეგულაციების მიხედვით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. ამ ეტაპზე არსებული სამუშაო ვერსიით, შესაძლოა, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
ახალი რეკომენდაციები შეეხება სათამაშოებსაც, რომელთა დამუშავებაც სპეცილური სადეზინფექციო ხსნარით სავალდებულო იქნება.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, კერძო ბაღების ხელმძღვანელები ითხოვენ 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის განახლების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
როგორც მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მედიასათან აღნიშნა, დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სავარაუდოდ დაგეგმილ ვადებში განახლდება.