„წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი 2020“-ის გამარჯვებულები უკვე დასახელდნენ. შემოქმდებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემია გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს სამ ნომინაციაში გადაეცათ.
„ნომინაციაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი, ჯილდო ქეთევან ლუარსაბიშვილს გადაეცა სპექტაკლში - „შეცვალე“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) განსახიერებული როლისთვის.
ნომინაცია წლის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი კი, მარიამ არღუთაშვილს სპექტაკლ „სადღეგრძელოში“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი)ნათამაშევი პერსონაჟისთვის მიენიჭა. რაც შეეხება მესამე პრიზს, წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკის შექმნისთვის აღიარება მერი ბეროშვილმა მოიპოვა, რომელმაც მუსიკალურად სპექტაკლი „შეცვალე” გააფორმა.
შეგახსენებთ, 175 -ე შემოქმედებითი სეზონი ერისთავის სახელობის თეატრმა რამდენიმე დღის წინ, ცნობილი რეჟისორის და მსახიობის, ანზორ გვაძაბიას სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის ღონისძიებით დახურა.