სპორტი
03.08.2020 18:53
გორელი ივერი კორინთელის მესამე ადგილი ქვეყნის ჩემპიონატზე
 
29 წლის გორელი ივერი კორინთელი მესამე ადგილზე გავიდა საქართველოს ჩემპიონატზე ბოდიბილდინგსა და ფიტნესში.
შეჯიბრება 2 აგვისტოს ჩატარდა და მას თბილისმა უმასპინძლა.
კორინთელი ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად მონაწილეობდა და დებიუტშივე საპრიზო ადგილზე გასვლა მისთვის, ცხადია, წარმატებაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები მონაწილეობას მიიღებენ 26-27 სექტემბერს თბილისში გამართულ გრან პრიზე, რომელშიც ორგანიზატორები ელოდებიან მონაწილეებს უცხოეთიდანაც.
ივერი კორინთელი სექტემბერში გასამართ გრან პრიზე საქართველოს ნაკრებთანე ერთად იასპარეზებს.
კვირის ამბები